25-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეკა სეფაშვილმა, სუმბატ კიუღიანმა და სამველ მანუკიანმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალებისთვის მეწარმეობის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე იმ ორგანიზაციებზე და ფონდებზე, რომლებიც ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების, მათი გააქტიურების და საზოგადოებაში ჩართულობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა ინა კაპანაძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და რეგიონში მოქმედ პროექტებზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალქალაქის მერმა მელქორ მაკარიანმა და ნინოწმინდის მერმა ანივარ მოსოიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ადიგენისა და ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.
16-11-2024
16-11-2024