27-11-2022
ზუსტად, ეს გაყიდული ტელევიზიები თესავენ სიძულვილს, ბოროტებას - აგებულს სიცრუეზე, ხელს უწყობენ ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტის ნგრევას, რაც აისახება მოსახლეობის, მართალია მცირე ნაწილის, მაგრამ მსგავს ქმედებებში - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა მამა ანდრია ჯაღმაიძის facebook - სტატუსს.
როგორც ფოჩხუა წერს, ამაზე უარეს დღეში ყოფილა საქართველო და გაუძლია, აქამდე მოვიდა, ახლაც კრებით დავით პაიჭაძეს და ნოდარ რუხაძესაც გაუძლებს და იმ ოცნებასაც აისრულებს ქართველ ხალხთან ერთად, რასაც სუვერენული, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო ჰქვია.
„ანდრია ჯღამაიძის კომენტარს ხაშურში მომხდარ გაუგონარ ინციდენტზე ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ფსევდოლიბერალების მხრიდან, მე ვთვლი რომ არანაკლებ საგანგაშოა. დიახ, ზუსტად, ეს გაყიდული ტელევიზიები თესავენ სიძულვილს, ბოროტებას - აგებულს სიცრუეზე, ხელს უწყობენ ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტის ნგრევას, რაც აისახება მოსახლეობის, მართალია მცირე ნაწილის, მაგრამ მსგავს ქმედებებში.
აბა რას უნდა დავაბრალოთ ის აგრესია რაც ქართულ საზოგადოებაშია. ამ უღმერთოთა ჯგუფმა კარგად იცის როგორი ავტორიტეტი აქვს ქართულ ეკლესიას, რამხელა რეიტინგი, მაგრამ მაინც ებრძვიან, ჰგონიათ რომ არა მართლმადიდებლობა და პატრიარქი, ადვილად მოერევიან საკუთარ მოსახლეობას. მინდა გავუცრუო იმედები, ამაზე უარეს დღეში ყოფილა საქართველო და გაუძლია, აქამდე მოვიდა, ახლაც კრებით დავით პაიჭაძეს და ნოდარ რუხაძესაც გაუძლებს და იმ ოცნებასაც აისრულებს ქართველ ხალხთან ერთად, რასაც სუვერენული, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველო ჰქვია“ - წერს ფოჩხუა.
16-11-2024
16-11-2024