29-11-2022
„კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეკა კვესიტაძის და გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსის შესახებ.
როგორც გვიდიანი წერს, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი.
„გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი და სხვა მსგავსი ჯიშის ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ. როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ ხოლმე. კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი.
ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით. ხან 3 თვე იშიმშილა, ხან ტუბერკულოზი ჰქონდა, ხან ჭამდა, ხან ვერ ჭამდა, ხან რა მოიგონა და ხან რა. ფაქტი ერთია, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. კონკრეტულად რა შეიძლება სჭირდეს ისეთი, რომ მისი უხმაუროდ მკურნალობა შეუძლებელია?!
აი, ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი. შეეგუეთ იმას, რომ ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა და პასუხისგება ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც მან ამ ქვეყანაში აკეთა. ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, ციხის ნაცვლად მაღალი დონის კლინიკაში იხდის სასჯელს“- წერს ანდრია გვიდიანი.
16-11-2024
16-11-2024