გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა

1-12-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „სანკო ჰოლდინგის" საპატიო პრეზიდენტს, ზექი ქონუქოღლუს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოს ძლიერი საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებითაც დაინტერესებულია SANKO Group-ი.


SANKO Group-ის სათაო ოფისი თურქეთში მდებარეობს, ჰოლდინგში 14 000 ადამიანია დასაქმებული. კომპანია რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, მათ შორისაა განახლებადი ენერგია, მშენებლობა, უძრავი ქონება, ტექსტილი და სხვა სექტორები.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და „სანკო ჰოლდინგი"-ს დირექტორი ჯემალ არიქი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30