გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ "მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი" - ანუ, სააკაშვილი ვერ იტანს ციხის გარემოს

6-12-2022

,,ხალხნო, წარმოიდგინეთ, ეს მცირერიცხოვანი პასიონარული და კარგად დაფინანსებული ჯგუფი რა დღეში ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას და ყველას,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ექიმი თენგიზ წულაძის მიერ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.


როგორც ანჯაფარიძე წერს, უკვე მეორე ექიმი აცხადებს, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს და გაყვანილი უნდა იქნა სხვა გარემოში, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.


,,ხალხნო, წარმოიდგინეთ, ეს მცირერიცხოვანი პასიონარული და კარგად დაფინანსებული ჯგუფი რა დღეში ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას და ყველას. უკვე მეორე ექიმი ამბობს, რომ "მოცილებული უნდა იქნას ამ გარემოს და სხვაგან იქნას გადაყვანილი ." ანუ ვერ იტანს სააკაშვილი ციხის გარემოს.


რამდენად შეიძლება ეს იქნას გამოყენებული ან მიღებული არგუმენტად? დამისახელეთ მსოფლიოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადამიანი ვინც იტანს პატიმრობის გარემოს. ვერ იტანენ, მაგრამ ეგუებიან რადგანაც კანონი დაარღვიეს. ანუ, უნდათ სიტუაციის დაყვანა რაღაც აბსურდის თეატრამდე, რომ ამ აბსურდის თეატრში მიაღწიონ მიშას ციხიდან გაყვანას,” - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930