გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია – “Touch Summit” იმართება

7-12-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენცია  – “Touch Summit” იმართება.

 

7-8 დეკემბერს ღონისძიება თბილისში, რუსთაველის თეატრში ტარდება, ხოლო 10 დეკემბერს კონფერენციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

 

“Touch Summit”-ის ფარგლებში იმართება სემინარები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები და ნეთვორქინგ სესიები, რომლებშიც მონაწილეობას ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ინოვატორები, სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის წამყვანი მენეჯერები, დეველოპერები, მარკეტერები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები, დიზაინერები და მაძიებლები იღებენ. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ერთმანეთისთვის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, უცხოელ კოლეგებთან გააძლიერონ საერთაშორისო კავშირები.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სამიტზე წარმოდგენილი არიან სპიკერები მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორებიცაა – Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და სხვა. 

 

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ინიციატივით, 2022 წელს სამიტში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს სპეციალურ ფასად შეუძლიათ შეიძინონ “Touch Summit”-ის სტუდენტური აბონემენტი. 

 

2022 წლის ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო სამიტის “Touch Summit” მთავარი მხარდამჭერები არიან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი.

 

2022 წელს კონფერენციას 4 პრიორიტეტული მიმართულება აქვს. ესენია – ტექნოლოგია, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი.

 

TOUCH 2022-ის მთავარი თემებია: Tesla AI-ზე დაკვირვება, კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება, ფოკუსი დესტრუქციებზე, მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, “Human Machine Interface” – წარსული, აწმყო, მომავალი, ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები, “Reverse Engineering”-ის გაცნობა, iOS სისტემის უსაფრთხოება, მოდის ინდუსტრია მეტავერსში – დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია, კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930