გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმში მონაწილეობს

13-12-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობს. ფორუმის მთავარი თემებია ენერგიის მიწოდება,  უსაფრთოხება და გარემოს დაცვა, ასევე, საუბარი წარიმართება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე, ინვესტიციების ზრდის საჭიროებებსა და საბანკო ინდუსტრიაზე.

მინისტრის მოადგილემ პრეზენტაცია გააკეთა ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე, რომელიც ინოვაციების, ტექნოლოგიების, დაფინანსებისა და ინვესტიციების საკითხებს მიეძღვნა. რომეო მიქაუტაძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში  ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე, ასევე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე როგორც ელექტროენერგეტიკული ისე ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა განახლებადი ენერგიების მდგრად და ინტენსიურ ათვისებაზე, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას ევროკავშირისას დააკავშირებს.

ბალკანეთისა და შავი ზღვის ფორუმი არის ფლაგმანი ეკონომიკური პლატფორმა და მთავარი სამიტი წამყვანი ბიზნესებისა და პოლიტიკოსებისათვის, რომელთა მიზანია, გააძლიერონ სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და თანამშრომლობა ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებში. წლევანდელი ფორუმის სლოგანია „ევრაზიული კავშირი 2022 შემდეგ: უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი ფსონების ასპარეზი".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930