16-12-2022
„საზოგადოებამ იხილა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისი თვალით ნახა მისი სიმულაციები“, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი მსავრდებული ყოფილი პრეზიდენტის კადრების გავრცელებას.
მისივე თქმით, კადრებმა სააკაშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების საუბრის თემა შეცვალა და თუ აქამდე მათ გააჯაროებას ითხოვდნენ, ახლა ამას „სისხლის სამართლის დანაშაულად“ მოიხსენიებენ.
„აღარავინ საუბრობს, - უშველეთ, კვდებაო, როცა მანამდე ყველგან, სოციალურ ქსელებში, სააგენტოებში თუ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „გლობალ პოინტის“ მიერ ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა.
სააკაშვილის ადვოკატი გუშინ მისი კადრების გასაჯაროებას ითხოვდა, გასაჯაროების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრს ემუქრებიან - სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინაო; ეს ღიმილის მომგვრელია. კადრების ნახვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სააკაშვილი საკუთარ პარტიასა და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აქტიურობენ, მძევლად ჰყავთ აყვანილი - ყველაზე კარგად გამოიკვეთა მათი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ იყოს და ამით იხეირონ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს 300 000 პრობაციონერი ჰყავდა; ციხეში უამრავი ადამიანი აწამეს, გააუპატიურეს, მოკლეს - მე ვუხდი ბოდიშს იმ ადამიანებს, რომლებმაც სამართალი ვერ ნახეს. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა მათი სადისტური მეთოდების შედეგად.
გუშინ მეგის ქარდავა აჩვენეს, სადისტი, რომლის პარტიის წევრებმაც პერფორმანსი დადგეს და შიმშილობა გამოაცხადეს.
ეს სირცხვილი და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა.
ამ ყველაფერს საზოგადოება არასდროს დაივიწყებს. პირიქით, ეს ადამიანები გვახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენებაც არავის არ უნდა. გვეუბნებიან, რომ მძიმედ არის ადამიანი, რომელიც კომფორტშია. არცერთი პატიმარი მსგავს კომფორტში არ ყოფილა“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
16-11-2024
16-11-2024