16-12-2022
საქმით და არა სიტყვით, დიახ, სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა, რაც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებით დადასტურდა - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მხოლოდ სიტყვით გაჰკივიან რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, ისე კი, ხელმოწერით დაეთანხმნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ „საქართველომ დაიწყო ომი“.
„საქმით და არა სიტყვით დიახ, სწორედაც საქმით იბრძვის „ქართული ოცნება“, რუსეთის ფედერაციას იმ აგრესიისა და ტერიტორიების 20 % ოკუპაციის გამო რაც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა, რაც ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებით დადასტურდა. რაც შეეხება, წინა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მხოლოდ სიტყვით გაჰკივიან რუსეთის ოკუპანტობის შესახებ, საქმით, ხელმოწერით დაეთანხმნენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ „საქართველომ დაიწყო ომი“, საქმით კი გადამალეს რუსული ისკანდერი, და საქმით კი სტრატეგიული ობიექტების რუსეთს გასაცეს. დღესაც იგივე ხდება, სიტყვით ანტი-რუსობას გაჰკივიან, საქმით კი ყოველდღიურად ამტკიცებენ რუსულ სცენარებში მონაწილეობას.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024