გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოლდოველი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

18-12-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის ინფოტური გამართა.   ავიაკომპანია “Air Moldova”-სთან თანამშრომლობით საქართველოს 18 ტუროპერატორი და ავიაკომპანიის წარმომადგენელი ეწვია. ინფოტურის ფარგლებში მოლდოველმა ტუროპერატორებმა ქართველი კოლეგები გაიცნეს. B2B ფორმატის ფარგლებში მოწყობილ  შეხვედრაზე ერთობლივი ტურები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა ტუროპერატორებთან, რომლებიც მოლდოვიდან ჩამოვიდნენ. ეს ტურისტული კომპანიები ძლიერი მოთამაშეები არიან როგორც მოლდოვის, ასევე რუმინეთის ტურისტულ ბაზარზე. ვფიქრობ ამ შეხვედრას კარგი პერსპექტივა აქვს, ჩვენს  პარტნიორებს  მაღალი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ“,-განაცხადა ტურისტული კომპანია „ლეჯენდ თრეველის“ წარმომადგენელმა იანის ონუფრიადისმა.

 

„თბილისსა და კიშინეუს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო კვირაში 4 სიხშირით. ჩვენ წარმოვადგენთ ავიაკომპანიას  “Air Moldova”და საქართველოში მოლდოვის მთავარ ტუროპერატორებთან ერთად ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ტურიზმის სფეროში საქართველოსა და მოლდოვას შორის. იმედი გვაქვს ამ შეხვედრების შედეგად მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტების რაოდენობა გაიზრდება“-აცხადებს ავიაკომპანიის “Air Moldova” წარმომადგენელი ნატალია სპესივცევა.

 

ტურის ფარგლებში მოლდოველი ტუროპერატორები თბილისს, მცხეთას, ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრნენ. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სასტუმროებსა და სამთო კურორტის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930