ძლიერი წვიმის შედეგად ქვემო ფონიჭალაში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფელი მთისძირი და გიგანტის დასახლება.
„დაგვიტბორა სახლები, ნახევარ მეტრზეა შემოსული წყალი. ყველგან შევიდა წყალი, ტექნიკაშიც“- განაცხადა დაზარალებულმა.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უიცნობია.