23-07-2018
გორში, მიჩურინის ქუჩაზე, ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა და ერთ-ერთი სახლი დააზიანა, რის გამოც მაშველებმა მიმდებარე ტერიტორიებიდან სამი ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად გორში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.
ადგილობრივების თქმით, მიწის ჩამოშლის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლები დაინგრევა, ამიტომ ჯებირები ხის ტოტებისგან თავად გააკეთეს.
"წყალი ტყიდან თუ წამოვიდა, მიწა მოწყდება. მიწის მასის შესაჩერებლად ჯოხებით ხელოვნური ჯებირი გავაკეთეთ. გვეშინია, სახლები არ დაგვენგრეს."-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
19-12-2024
18-12-2024