23-12-2022
კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს,9 თემატიკის 30 ტრენინგი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით სემინარი გაიმართა. გადამზადების კურსები ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველებმა სრულიად უსასყიდლოდ გაიარეს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს, საერთაშორისო ტრენერებმა: ჯონ შოულმა, მონიკა ქეროლინმა და მაიკლ ბენგმა სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, კვების ობიექტების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის მასტერკლასები მოაწყვეს.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ტრენინგები გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა -“ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისათვის”- გუნდი გაყიდვები მომსახურება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ტურისტული სერვისები შშმ პირთათვის; მომსახურება და უსაფრთხოება;ემოციური ინტელექტი;ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მომსახურების სფეროში.
წელსვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „GIZ“ მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გურია,ქვემო ქართლსა და რაჭაშიტრენინგები „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“ და „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში“ ჩაატარა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ტრენინგების მიზანიამომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესება.
16-11-2024
16-11-2024