გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ორი საფოსტო მარკა მიმოქცევაში ჩაეშვა

23-12-2022

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს, არაჩვეულებრივი ერთობლივი ინიციატივით სრულდება: დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა. როგორც იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ასევე, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე, გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი.

 

შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა (ამჟამად ეს ნახატები ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება) - ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში.

 

საქართველოში იტალიის ელჩის ენრიკო ვალვოს თქმით, „იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი შესაძლებლობას გვაძლევს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც“.

 

27 დეკემბერს, სამშაბათს, 12:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილი საფოსტო მარკის (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება "B" ტარიფით: 2,40 ევრო) და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საფოსტო მარკის (ტირაჟი: 20.000 ცალი, ღირებულება: 7 ლარი) პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930