23-12-2022
"არსებობს ისეთი რაღაცეები, რომლის იქით ნაბიჯი კაცმა არ უნდა გადადგას! ანუ არის ზნეობრიობის წითელი ხაზები, სადაც წერია "სდექ" იმის იქით ძალიან დიდი სიბინძურეა დიდი.... სწორედ ასე დაემართა ყოფილ პრემიერ გახარიას, რომელიც მოძებნა, მოიყვანა, დასვა, პირველ კაცად აქცია იმ კაცმა რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი და მან რით უპასუხა - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ერთი გაქუცული, გაიძვერა, ტყავგამძვრალი მელიას დაჭერა ვერ შეძლო და სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ქვეყანა პოლიტ-სოციალური რყევის საფრთხეების წინაშე დააყენა.
მისი მოსაზრებით, "რომ არა ხელისუფლების უსწრაფესი, გონივრული ქმედებები არავინ არ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა, რა ძალები ისარგებლებდნენ ამით და გამორიცხული არ იყო სისხლისღვრაც გაჩაღებულიყო! ზემოთ ვწერდი წითელი ხაზები! დიახ, არ უნდა იკადრო უკადრებელი და არ უნდა თქვა ბიძინა ივანიშვილზე-არაფორმალური მმართველიო! და თანაც იმ დროს, როდესაც ყოველი მხრიდან შემოსულია ათასგვარი ფერისა და ზნის ქვეყნის დაქცევა-განადგურების მოსურნე ჭილ-ყვავები! კი მაგრამ აგერ გუშინ არ იყო შენ თვითონ პრემიერობისას, რომ ამტკიცებდი! რა არაფორმალური მმართველი, რის არაფორმალური მმართველიო! დრო ხომ აჩვენა თუ უცხოთა წინაშე არანორმალური შიში არ გექნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება იქნება, მელია კი არა მეტი დიდი ვიღაც ავანტიურისტების, თაღლითების, ავაზაკების, გაიძვერების გასკვანჩვა და გონივრულად გამოკეტვა შეიძლებოდა და შეიძლება! მთავარია მებრძოლი სული და ქვეყნის სიყვარული! და კიდევ თუ სინდის-ნამუსი ოდნავადაც შემოგრჩენია, იმ კაცზე, რომელმაც გამოგარჩია, პირველ კაცად გაგქცია საერთოდ აუგი არ უნდა დაგცდეს, მაგრამ მელიას ვერ დამჭერი რასაც იჭერს ყველანი კარგად ვხედავთ! ჰოდა ამისთანებზეა ნათქვამი საქორთუოში: "ეშმაკი ჩიტი, ორივე ფეხებით გაება მახეშიო"! და მრავალმნიშვნელოვანი, მუდმივმოქმედი კითხვა რატომ უნდა დაესვათ შენთვის - შენც ბრუტუს? P.S. ბრძენზე ბრძენია ქართველი. ნახეთ რა თქვა: "კაცი რომ შეიცნო, ასი ფუთი მარილი უნდა შეჭამოოოო! ჭეშმარიტად!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024