გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასში" ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

24-12-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს" ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის" ცენტრალური სადისპეჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე  მომხმარებელს.

აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება.

„თელასში" სტუმრობისას, მინისტრის მოადგილე კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომლებს შეხვდა. მისი თქმით, ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია. „თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ და თბილისელების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კომპანიის წარმატება განპირობებულია სწორედ თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით. „თელასში" მრავალი თაობა აღიზარდა. ადამიანები ეუფლებიან პროფესიას და ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემენ. რაც შეეხება მომავალს, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კომპანიის მუშაობა ყოველთვის იქნება მიმართული თბილისის გამანაწილებელი ქსელის სრულყოფაზე და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საიმედო ენერგომომარაგებაზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კომპანიის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

მინისტრის მოადგილე ასევე გაეცნო „თელასის" მრიცხველების თანამედროვე ლაბორატორიის მუშაობას, სადაც შემოწმებას გადის როგორც ელექტრონული, ისე მრავალფუნქციური სმარტ მრიცხველები, ხოლო დამოწმებას მეტროლოგიის სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ლაბორატორიაში მოწმდება ასევე როგორც ახალი, ასევე მომხმარებელთა მრიცხველები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930