გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრო ბარნოვი: კონკრეტული დამნაშავეები აგებენ პასუხს, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ "ჟურნალისტებს" რომლებიც ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?

25-12-2022


როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს - ამის შესახებ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.


ბარნოვი სვამს კითხვას, რა სამართლებრივი საფუძველია იმისთვის, რომ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ

„იმ ვითომ "ჟურნალისტებს", რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?“


„როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს.


თუმცა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ "ჟურნალისტებს" რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ? რა უნდა ვუყოთ იმ "ჟურნალისტებს", რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?“ - წერს ანდრო ბარნოვი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031