გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40%-ის დაბრუნება შეუძლია

26-12-2022

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს აქტიურ რეჟიმში ნერგავს. სწორედ ამიტომ, ბანკი მის ბიზნეს მომხმარებლებს 31 დეკემბრამდე Cashback აქციაში ჩართვას სთვაზობს, რაც დახარჯული თანხის 40 %-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

ანგარიშის გახსნის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის აღების შემდეგ, მომხმარებელი 2 თვის განმავლობაში შეძლებს  დახარჯული თანხის 40%-ი დაიბრუნოს, რაც  თვეში მაქსიმუმ 400-ს, ორი თვის განმავლობაში კი მაქსიმუმ 800 ლარს შეადგენს.

 

იმისათვის რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში  ჩაერთოს, მან 31 დეკემბრამდე უნდა გახსნას საკუთარი კომპანიის პირველი ანგარიში bonline.ge-ზე. იქვე შეუკვეთოს ბანკის პლასტიკური ან ციფრული ბარათი და გახდეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი.

 

„საქართველოს ბანკი ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და მომხმარებლებს მუდმივად მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. ამ მიზნით, ბანკი Cashback აქციას 31 დეკემბრამდე აგრძელებს, რაც 400 დან -800 ლარამდე თანხის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 40% დაიბრუნოს, გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათდა ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

 

Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/cards/cashback

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031