გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრზე: თუ მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?

27-12-2022

“ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი.” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ფსიქიატრის შესახებ, რომლის დასკვნასაც ამერიკული სასამართლო არ ენდო.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, დღესაც ვიღაც ვიღაცები ცდილობენ ვიღაც უცხოელი ავიატურისტები შემოგვასაღონ, როგორც დიდად კომპეტენტურები და მცოდნეები. რეალობა კი ხშირად სულ სხვა აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩამოყვანა.

 

“სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი ნიში ალბათ მისი სუვერენიტეტი და ადგილობრივ თუ უცხოელ, ავანტიურისტთა გავლენის სფეროდან განთავისუფლებაშია. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოების ნაწილი, ჯერ რუსების 200 წლიანი ბატონობიდან მოყოლებული, შემდგომ კი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე მოექცა უცხოელთა გავლენის ქვეშ: უცხოელმა თქვა ე.ი. მართალია, რატომ იმიტომ რომ მან ჩვენზე მეტი იცის, უფრო კომპეტენტურია და ასე შემდეგ.

 

საბედნიეროდ, დღეს ეს სტერეოტიპი ინგრევა: ჯერ ერთი არავისზე ნაკლებიც არ ვიცით და კომპეტენციაც არ გვაკლია, მით უმეტეს ჩვენს შინაურ საქმეებში აგრესიულ ჩარევას ყოველთვის მტკივნეულად განვიცდიდით და ვებრძოდით. ეს ყველაფერი კი იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დღესაც ვიღაც ვიღაცები ცდილობენ ვიღაც უცხოელი ავიატურისტები შემოგვასაღონ, როგორც დიდად კომპეტენტურები და მცოდნეები.

 

რეალობა კი ხშირად სულ სხვა აღმოჩნდება. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკელი ფსიქიატრის ერიკ გოლდსმიტის ჩამოყვანა. სიმართლე გითხრათ, ამ პიროვნებამ არათუ, ქართულ სასამართლო პროცესზე, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხებით დაგვამახსოვრა თავი, არამედ სულ რამდენიმე ხნის წინ კი ამერიკულ სასამართლოშიც შეირცხვინა თავი. მარტივი კითხვა ჩნდება, თუ კი მას ამერიკული სასამართლო კომპეტენციას უწუნებს და არ ენდობა ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930