გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მაია ცქიტიშვილი განიხილება

23-07-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვირის ბოლომდე გაიმართება. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონკრეტული კონსულტაციები, შეგვეძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გუნდში განხილვა ჯერ არ ყოფილა.

„მას შემდეგ, რაც შედგება ჩვენი განხილვა, ვიტყვით კონკრეტულ საკითხს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, გუნდში ზოგადი მსჯელობა გაიმართა.

„კანდიდატებთან დაკავშირებით იყო ზოგადი მსჯელობა. რამდენიმე კანდიდატი დასახელდა გუნდში, როდესაც წარიმართა პირველადი კონსულტაციები. არის არაერთი კანდიდატი ჩვენს გუნდში, რომელსაც მარტივად შეუძლია არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვება, ასეთი კანდიდატები ჩვენ გვყავს საკმარისად, თუმცა, უნდა დაველოდოთ კონსულტაციებს.

იყო არაერთი კანდიდატი დასახელებული. ერთ-ერთი იყო მაია ცქიტიშვილის, რომელიც იყო დასახელებული. ასევე, არაერთი კანდიდატი დასახელდა,თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდში მივიღებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კონსულტაციების ფორმატს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხს პოლიტსაბჭოსა დაუმრავლესობის სხდომის ფორმატში განიხილავენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მსჯელობის ერთერთ საკითხია უნდა იყოს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატიპარტიული სახე.

„ერთ-ერთი კონცეპტუალური საკითხი არის ზუსტად ეს-ჩვენი პარტიის სახე უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ არ უნდა იყოს. ესკონცეპტუალური საკითხიც განიხილება, რა თქმა უნდა, ამ პროცესში. ამაზეც მივიღებთ, ბუნებრივია, პრინციპულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა,რაც უფრო ცნობადია კანდიდატი, მით უფრო უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, პრიორიტეტიცნობადობას მიენიჭება, თუმცა, აბსოლუტური კრიტერიუმი ეს ვერ იქნება“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მმართველი გუნდის კანდიდატზე რამდენჯერმე ნაკლებ ხმას მიიღებს მოქმედი პრეზიდენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031