გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაცმოძრაობის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას „არ შეიწყალო კრიმინალი“

27-12-2022

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ.


ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართა, სადაც მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იყო. მათ პრეზიდენტს ის განცხადება შეახსენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.


„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.


წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930