გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხური პრესა: ერევან-მოსკოვის მატარებლის მოძრაობა რომც აღდგეს, ალბათ, ამ მარშრუტს დიდი რაოდენობით მგზავრები მაინც არ ეყოლება

24-07-2018

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი «Голос Армении», აქვეყნებს მასალას სათაურით „ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთის მიმართულებით მარშრუტების აღდგენისათვის“.


ჟურნალისტი სამველ პოღოსიანი სომხეთის კომპანია „სამხრეთკავკასიური რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექციის უფროსს გაგიკ მოვსესიანს ესაუბრება საქართველოს შავი ზღვის კურორტების მიმართულებით მოძრავ ტურისტულ მატარებლებზე, მომსახურების დონეზე, ტურისტების რიცხვთა ზრდაზე და ა.შ.

კითხვაზე, „უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენელი ნოსტალგიით იხსენებს რუსეთის მიმართულებით მატარებლების მოძრაობას („ერევანი-სოჭი, ერევანი - როსტოვი, ერევანი - მოსკოვი“), როცა აფხაზეთის კურორტებზეც შეიძლებოდა დასვენება. რამდენად შეიძლება უახლოეს მომავალში მსგავსი მარშრუტების აღდგენა“, გაგიკ მოვსესიანი პასუხობს: „პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ის პერიოდი საბჭოთა ეპოქას მიეკუთვნება, როცა ერთიანი სახელმწიფო არსებობდა, როცა მოკავშირე რესპუბლიკებს და ხალხებს შორის მშვიდობა სუფევდა. საბჭოთა კავშირის დაშლით ის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. მთავარი სიძნელე იმაშია, რომ აღნიშნულმა მარშრუტებმა საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიებზე უნდა გაიარონ. ასე რომ, რკინიგზელები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან. საერთოდ კი, მინდა ვთქვა, რომ ერევან-მოსკოვის მატარებლის მოძრაობა რომც აღდგეს, ალბათ, ამ მარშრუტს მგზავრები მაინცდამაინც დიდი რაოდენობა არ ეყოლება. ეს დაკავშირებულია ფინანსებთან: მაგალითად, ბაქო-მოსკოვის მატარებლის რკინიგზის ბილეთი 1,5-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ავიაბილეთი“ (წყარო: http://nv.am/my-gotovy-sdelat-vse-ot-nas-zavisyashhee-dlya-optimalnoj-ekspluatatsii-marshrutov-v-napravlenii-rossii/).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031