24-07-2018
თეთნულდზე უკრაინელი ტურისტის ევგენი ალექსანდროვის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს განახლდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამაშველო ოპერაციის გაჭიანურების მიზეზი უამინდობაა, რის გამოც სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი ტურისტამდე ამ დრომდე ვერ მივიდა.
„ამდენი დღის განმავლობაში პროცესი გააჭიანურა სწორედ უამინდობამ. როგორც სინოპტიკოსები გვარწმუნებენ, მეტეოროლოგიური პირობები არსებობს, შესაბამისად სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება,"-განაცხადა ფეიქრიშვილმა.
თეთნულდზე ტურისტი მეექვსე დღეა რაც გაუჩინარდა.
18-12-2024