28-12-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით კასპში წინა საახალწლო ღონისძიება გრანდიოზულად აღინიშნა.
სპეციალურად მოწყობილ საახალწლო სახლებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები - მოსიარულე ორკესტრის შოუ, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა საჩუქრებით გაუმასპინძლდა პატარებს. მოეწყო ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მერმა შეკრებილ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა - მშვიდობა, ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი უსურვა.
საღამო ცეცხლოვანი შოუთი გაგრძელდა. დასკვნით კონცერტზე კი კასპელი მსმენელის წინაშე სალიო წარდგა. საახალწლო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
16-11-2024
16-11-2024