გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უქმე დღეებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

28-12-2022

"უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N580 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2023 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ  საქმიანობას.

 

 სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.

 

 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

 

გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.

 

ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან  6 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge." - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930