გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: კანონის წინაშე ყველა ვალდებულები ვართ

24-07-2018

ვიცე-პრემიერის, რეგიონალური განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნებისმიერი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე კანონის წინაშე თანასწორია.


გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შემდეგ შესაძლოა მოქმედი მინისტრებიც დაიკითხონ, ცქიტიშვილმა სპეკულაცია უწოდა.

„ამ საკითხებზე კომენტარი უკვე არაერთხელ გავაკეთე, ნებისმიერ თანამდებობის პირთან მიმართებით, ასევე ნებისმიერ საჯარო მოხელესთან, მათ შორის რიგით საჯარო მოხელესთან მიმართებით შეიძლება არსებობდეს კითხვები, ესაა ჩვეულებრივი პროცესი.

ამ შემთხვევაში ესაა მხოლოდ სპეკულაციები და ვარაუდები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ ვალდებულები“- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031