ლევან ნიკოლეიშვილი ბენ ჰოჯესს: ან მთლიანად ეყრდნობით რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ან თქვენს ავტორიტეტს და სახელს საკმაოდ საეჭვოდ ისევ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებთ
10-01-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იგი ან მთლიანად ეყრდნობა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ან მის ავტორიტეტს საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, ერთი ვერსიაც და მეორეც სამარცხვინო და ხელის შემშლელია ქართულ ამერიკული ურთიერთობებისათვის, ვგონებ მეტი დაფიქრება გმართებთ.
„დარწმუნებული ხართ ბატონო გენერალო რასაც ამბობთ, რომ ეს სიმართლეა, თქვენ როგორც გადამდგარი თანამდებობის პირი შეზღუდული უნდა იყოთ ინფორმაციის მრავალმხრივ შემოწმებაში. შესაბამისად ორიდან ერთი რამ იკვეთება:
- ან მთლიანად ეყრდნობით რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც თქვენ ნებსით თუ უნებლიედ სუვერენული ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსს საკმაოდ უხეშად ეწინააღმდეგებით.
- ან უფრო შორს მიმავალი გეგმები გაგაჩნიათ, რისთვისაც თქვენს ავტორიტეტს და სახელს საკმაოდ საეჭვოდ ისევ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებთ. საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ფონზე, ერთი ვერსიაც და მეორეც სამარცხვინო და ხელის შემშლელია ქართულ ამერიკული ურთიერთობებისათვის, ვგონებ მეტი დაფიქრება გმართებთ“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.