გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი ბენ ჰოჯესის განცხადებაზე: ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები - თუ სწორი სურათი არ იცის, კომენტარს მაინც ნუ გააკეთებს

10-01-2023

„უცხოეთიდან ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ჩვენი პრობლემა არაა - მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება საქართველოში, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას. 


მაჭარაშვილი უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არსებულ ვითარებაზე რეალური სურათის არცოდნის მიუხედავად საუბრობენ, „ემოციების დაოკებას“ ურჩევს. 


„ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც სწორი პოლიტიკა აქვთ არჩეული - ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, აშშ-სთან, ევროპასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ომის ხარჯზე! ჩვენ ეს ეკონომიკური განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მხარდაჭერის ხარჯზე გვინდა, მაგრამ არა - უსამართლობის ხარჯზე. ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები - თუ სწორი სურათი არ იცის, კომენტარს მაინც ნუ გააკეთებს. ჩვენთვის არაა საინტერესო, უცხოეთიდან ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს, მითუმეტეს - არასამართლიანად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930