გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: ექსპერტიზამ მალხაზ კობაურსა და გარდაცვლილს შორის სექსუალური კავშირი დაადასტურა

24-07-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნამ ლორა სმიტსა და ბრალდებულ მალხაზ კობაურს შორის სექსუალური კავშირი დაადასტურა. 
ამის შესახებ მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში ამერიკელი ტურისტების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
„ამ საქმესთან დაკავშირებით ბოლო დასკვნამ, რომელიც მიიღო შინაგან საქმეთა სამინიტრომ, ეს იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სექსუალური კავშირი დაადასტურა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. ფაქტი არის, რომ ეს კავშირი დადასტურდა“- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ცოლ-ქმარი და მათი ოთხი წლის შვილი მოკლეს. ბრალდებულის სახით 22 წლის მალხაზ კობაურია დაკავებული. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31