გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: ქალაქის განვითარება ნიშნავს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას და განვითარებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მდგრად ეკლოგიურ პოლიტიკას  

24-07-2018


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის მერის მზადყოფნა მისასალმებელია, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია.

 

"ქალაქის განვითარება ნიშნავს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას და განვითარებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მდგრად ეკოლოგიურ პოლიტიკას და ბედნიერ მოქალაქეებს, ამ მხრივ სანტრანსპორტო  პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია და მივესალმები მერის, კახა კალაძის მზადყოფნას ამ საკითხში აქტიურად მოქმედებისათვის."- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

ზაზა გაბუნიას თქმით, ეს თემა აქტუალურია, როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რასაც დღევანდელ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც ცხადყოფს.

 

 

 

როგორც თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი კომპლექსურად გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი -ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება, მგზავრთათვის სწრაფი, კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031