19-01-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სხვა სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
16-11-2024
16-11-2024