გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ

19-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვანი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის - DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც მას საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ.


,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან.


საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!",- აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31