გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას აღარც მართვა შეეძლო და აღარც ნდობა ჰქონდა

24-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ მას მართვა აღარ შეეძლო.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ მას აღარ შეეძლო მართვა. მართვის ის მეთოდები, რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა, არ იყო ეფექტური. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში და მითუმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის პირობებში. პარლამენტი ფაქტიურად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


მთავრობაში მას ყავდა მეგობრები, რაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ ძალიან ხშირად ვერ ხერხდებოდა პრინციპული საკითხების განხილვები და შეჯერება. ძირითადად ორ კაცთან - ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას, ხოლო ზოგიერთი გადაწყვეტილება მყისიერად, მოუმზადებელი შემოდიოდა საზოგადოებაში.


სხვატა შორის, გუნდსაც დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა, რამეთუ მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, რომ პარლამენტსაც უნდა მიეღო მონაწილეობა სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ეს ვერტიკალი ირღვეოდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ცნობილი შეხვედრის დროსაც მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესს შორის და ამ ბალანსს სწორედ კვირიკაშვილი აღვევდა.


რა თქმა უნდა, ბიზნესის ლობირება აუცილებელია, მე პირადად მოწოდებული ვარ არა როგორც ჩინოვნიკი, არამედ, მოქალაქე და მოვუწოდებ იგივეს ყველას, რომ მაქსიმალური ლობირება უნდ გავუწიოთ ბიზნესს როგორც შიგნით ასევე განსაკუთრებით გარეთ, ექსპორტზე, მაგრამ, არც პრემიერსა და არც მინისტრს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბალანსი არ უნდა დაირღვეს.


კვირიკაშვილთან შეკითხვები იყო ძალიან მძიმე. სამი საათი გაგრძელდა შეხვედრა. დასასრულს კარგად დაინახა გუნდმა, რომ კვირიკაშვილს აღარ ქონდა რესურსი მართვისა, აღარ ქონდა ნდობა არც მთავრობაში და არც პარლამენეტში. ეს გახდა მისი გადადგომის მიზეზი და არა ის, რომ ეს ერთმა კაცმა, ივანიშვილმა დაიჟინა. იქ ზომიერი კითხვებიც იყო, ქონდა მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მაგრამ შედეგი მანაც დაინახა და არ ქონდა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031