26-01-2023
იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი საფინანსო-საბანკო საკითხები პოლიტიკური ასპექტებისგან გათავისუფლდება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. ის Credit Suisse-ის საკითხს საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტს უწოდებს.
„ახლოვდება გადაწყვეტილება და ეს თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი საფინანსო-საბანკო საკითხები პოლიტიკური ასპექტებისგან გათავისუფლდება. არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას ცდილობენ.
ამის ერთ-ერთი ნაწილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის იძულება, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. როდესაც ასეთი თემა პოლიტიკური განსჯის საგანი ხდება, თავად საბანკო სექტორი ზიანდება“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.