გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დაასახელა

8-01-2018


საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე წარადგინა.

 

როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ანა დოლიძე წლების განმავლობაში ამტკიცებდა საქმისადმი ერთგულებას და პროფესიონალიზმს.

 

„დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი ჩვენი სახელმწიფოებრივი ბალანსისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი  იმ ორგანოთაგანი, რომელსაც ევალება უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება. არა ერთხელ აგვიღნიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. მათ შორის იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა, არა ერთხელ აღმინიშნავს მე იმის თაობაზე, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც არის სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, ერთგულებით უზენაესი ღირებულებების მიმართ, არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებების მიმართ, რომელსაც თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით კი მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა. სწორდ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებაა ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დავნიშნო ანა დოლიძე. ის გამაგრებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, რასაც ამას ამტკიცებდა წლების განმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ მას“-განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930