გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: სამი ახლადდანიშნული მინისტრიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ

25-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი ახლადდანიშნული მინისტრიდან ის პირადად მხოლოდ ერთს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს იცნობს და მას პირადადაც შეხვდა.


ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.


"ჩვენ გვყავს სამი ახალი მინისტრი. მე შევხვდი ქობულიას მისი სურვილით და გავიცანი. ორ მინისტრს არ ვიცნობ - მაჭავარიანს და ბატიაშვილს, თუმცა მგონია, რომ მომავალში მოვახერხებ და გავიცნობ. ესეც ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი აკეთებს თავის საქმეს და არ იფიქროს საზოგადოებამ და არც ჟურნალისტებს გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ - ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მმართველობისგან. ასეთი კაცი ჩვენ გვყავდა და კარგად გახსოვთ ალბათ, უახლოს წარსულში, რომ მსახიობებსაც ის ირჩევდა, არქიტექტურასაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კაცისგან. შესაბამისი კომპეტენცია ჰყოფნის მამუკა ბახტაძეს. მთავრობა მისი შერჩეულია, გარკვეული კონსულტაცია ჰქონდა ჩემთან, ეს ნორმალურია და არა ის, რომ მე ვირჩევდი. მას მისი კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდა ამის საშუალება და გააკეთა კიდეც. ბახტაძე იქნება პრემიერ-მინისტრი და მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930