25-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას წინასწარ ჰქონდა გაწერილი გრაფიკი რა დროს მოვიდოდა პოლიტიკაში, რა დროს დაჰყოფდა და რა დროს წავიდოდა, რითაც ძალიან ამაყობდა, თუმცა ამ გრაფიკის გადახედვა მოუხდა.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და რა თქმა უნდა, პოლიტიკაში დაბრუნება ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი.
რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ და სანამ ენერგია მექნება, აღარ ვიჩქარებ. რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები პოლიტიკაში. ძალიან მოწყვლადია სახელმწიფოს მდგრადობა, რადგან ხალხი, რომელიც ღარიბია და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არ არის. ჩემი აზრით, უმუშევრობის პროცენტი გაცილებით დიდია ვიდრე სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება. მინდა, რომ სანამ მოწყვლადია, თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას. სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მაქვს და საჭიროებაც არ არის. ახალგაზრდა გუნდი მოდის და ჩემზე კარგად ართმევენ თავს ენერგიითაც და ცოდნითაც. ჩემზე მცოდნეები და ენერგიულები მოდიან. ნახეთ, ახალი გუნდი როგორ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი მივიღეთ"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024