25-07-2018
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მათი ქვეყნის მოქალაქეების დილგან ასგაროვსა და შაჰბაზ გულიევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ისინი 4 წლის წინ მთიან ყარაბაღში დააკავეს და დღემდე ადგილობრივ ციხეში იხდიან სასჯელს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მათ გათავისუფლებას ითხოვს და როგორც სომხეთს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.
“2018 წლის 11 ივლისს ოთხი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირები – დილგამ ასგაროვი და შაჰბაზ გულიევი მძევლად აიყვანეს, ხოლო ჰასან გასანოვი სასტიკად მოკლეს. ისინი ნათესავების საფლავების მოსანახულებლად სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კალბაჯარის რეგიონში იმყოფებოდნენ. დილგამ ასგაროვს „უვადო პატიმრობა“, შაჰბაზ გულიევს კი „22 წლით თავისუფლების აღკვეთა“ იმ გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განაჩენით შეეფარდა, რომელიც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა უკანონო სეპარატისტულმა წარმონაქმნმა გამოიტანა. როგორც ცნობილია, სომხეთმა ომი გააჩაღა და სამხედრო ძალა აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენა, მისი ტერიტორიის თითქმის ერთი მეხუთედის, მათ შორის მთიანი ყარაბაღისა და შვიდი მიმდებარე რაიონის ოკუპაცია მოახდინა, მიტაცებული რაიონების ეთნიკური წმენდა განახორციელა, ასი ათასობით აზერბაიჯანელი მათი სახლებიდან განდევნა და კონფლიქტის დროს სხვა სასტიკი დანაშაულები ჩაიდინა. საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად გამოხატავდა ღრმა მწუხარებას აზერბაიჯანის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებასა და მისი ტერიტორიების მომდევნო ოკუპაციის გამო, რაც წარმოდგენილია გაეროს უშიშროების საბჭოს შემდეგ რეზოლუციებში: 822 (1993), 853 (1993), 874 (1993) და 884 (1993), სადაც დაგმობილია ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევდა და უარია ნათქვამი მსგავსი ქმედებების შედეგად მიღებული სიტუაციის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. არალეგალური სეპარატისტული ორგანიზაცია, რომელმაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს „განაჩენი გამოუტანა“, მიკუთვნებულია სომხეთს, როგორც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“. იგი არ ცნობს საერთაშორისო აღიარებას და ფაქტობრივად სომხეთის მართვისა და კონტროლის ქვეშ არსებობს. დ. ასგაროვის და ს. გულიევის ფოტოსურათები, დაკავებამდე და დაკავების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ისინი ტყვეობაში ყოფნისას არაადამიანურ მოპყრობას განიცდიან.
1949 წლის, ჟენევის იმ კონვენციების საპირისპიროდ, რომლითაც აკრძალულია ტყვეების აყვანა და მოთხოვნილია შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანური მოპყრობა სამოქალაქო პირების მიმართ, სომხეთი აზერბაიჯანის მოთხოვნების იგნორირებას აგრძელებს. აზერბაიჯანი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების ნორმებისა და პრინციპების დაცვასა და სამოქალაქო პირების გათავისუფლებას ითხოვს. სომხეთის აგრესიის შედეგად, დ. ასგაროვს და ს. გულიევს მათი მშობლიური მიწებიდან იძულებით გადაადგილება 1993 წელს მოუწიათ. ისინი მშობლიურ მიწაზე დაბრუნებას ოც წელზე მეტ ხანს ესწრაფოდნენ, რამაც მათ ოკუპირებული მიწების მონახულების სასოწარკვეთილი აქტისკენ უბიძგა. ამ კუთხით მათი სურვილი -ენახათ საკუთარი სახლები და მშობლების საფლავები, გასაგებია. ამდენად, მათი უკანონო დაკავება და მათ გათავისუფლებაზე სომხეთის ჯიუტი უარი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტანჯვისა და აზერბაიჯანის საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა. სომხეთის არაადამიანური და არაკონსტრუქციული პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას გამორიცხავს. დ. ასკეროვის და ს. გულიევის ტყვეობაში ყოლა სომხეთის მიერ ეთნიკური წმენდის მიზანმიმართული და საქვეყნოდ ცნობილი პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციისკენ და აგრესიის შედეგების კონსოლიდაციისკენ არის მიმართული. აგრეთვე, ეს პოლიტიკა გულისხმობს ძალისმიერი გზით განდევნილი ასობით ათასი აზერბაიჯანელის სახლებში დაბრუნების უფლებისა და ასევე სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების მიღების უფლების წართმევას. აზერბაიჯანული მხარე ამ ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საქმის პოლიტიზების წინააღმდეგია და ელის, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დარჩება გულგრილი დ. ასკეროვის და ს. გულიევის ბედის მიმართ, რომლებსაც ტყვეობაში ყოფნისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა შეექმნათ და სომხეთზე გავლენის მოსახდენად ეფექტურ ზომებს მიიღებს, რათა მიღწეულ იქნას უდანაშაულო სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და მათ ოჯახებში დაბრუნება შეძლონ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
19-12-2024
18-12-2024