გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" ლიცენზია გაუუქმდა

25-07-2018

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების და შესაბამისი მომართვის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.


საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აღნიშნული პროცესების შემდგომ სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.


"დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით დაზღვეული დეპოზიტების მისაღებად, დეპოზიტარებმა უნდა მიმართონ სსიპ "დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს".


იმ თანხების მისაღებად, რომლებიც "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით არ არის დაზღვეული, კრედიტორებმა უნდა მიმართონ სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველოს" ლიკვიდატორს - როინ ცაციაშვილს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031