2-02-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა უწყებების პირველ პირებს შორის. მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური და სხვა სახის დანაშაულების პრევენცია და სხვა.
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის კოლეგა უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება.
ვიზიტის შედეგად დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ღონისძიებები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით.