3-02-2023
ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრ დაინიუს კრეივისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.
ლევან დავითაშვილმა ლიეტუველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების რეფორმის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორის კონკურენტულ და სწორ განვითარებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეების გაჩენას.
ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელმაც უნდა წაახალისოს კერძო ინვესტიციები ენერგეტიკულ სექტორში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ლიეტუვა განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების მეტად ათვისების მხრივ.
16-11-2024
16-11-2024