გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა უსიტყვოდ ასრულებდა გარე დავალებებს

7-02-2023

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაიმახსოვრონ, აღარ არის მიშას დრო, როცა ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს.

 

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია, როცა კანონი აღსრულდა და დამნაშავეს სასჯელი მიესაჯა, როცა ვერ გაჭრა ვერც პატიმრის სიმულაციამ და ვერც გარედან ზეწოლამ?

 

თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ჩემი ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, თან დაიმახსოვრონ, აღარ არის მიშას დრო, როცა ის და მისი მთავრობა უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს.“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930