9-02-2023
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანიების ,,მთავარი არხის“ და „ფორმულას“ გავრცელებულ, მათივე შეფასებით ცრუ და უპასუხისმგებლო ინფორმაციას, სადაც მტკიცებით ფორმაში არის დადანაშაულებული საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენაში.
"უწყება, სრული პასუხისმგებლობით, კატეგორიულად აცხადებს, რომ ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში იდენტიფიცირებული არც ერთი პირი არ წარმოადგენს საბაჟო დეპარტამენტს. ამასთან, განვმარტავთ, რომ გადაცემაში აღნიშნული საბაჟო საწყობი "ზაჰესი 2007" წარმოადგენს კერძო საბაჟო ტერმინალს დამისი ფუნქციონირება სრულად, რეგულირდება საქართველოს მთავრობის 455 დადგენილების შესაბამისად.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4657414?publication=0
აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, 2023 წლის 8 თებერვალს დილის 11 საათზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით, გაიხსნა აღნიშნული სათავსო. დღის განმავლობაში, მეწარმე სუბიექტების მიერ, განხორციელდა მათ მფლობელობაში არსებული საქონლის დათვლა/აღწერის პროცედურა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ (დაახლოებით, 17 საათზე), საბაჟო საწყობისა და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენლების თანდასწრებით, მებაჟე ოფიცერმა მოახდინა საწყობის სათავსოს დალუქვა და შესაბამისი აქტის შედგენა.აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც მებაჟე ოფიცერი, ასევე საბაჟო საწყობისა და საწყობში არსებული საქონლის მფლობელის წარმომადგენელი.აქვე გაცნობებთ, რომ ობიექტზე უზრუნველყოფილია მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლი.
შემოსავლების სამსახური, კიდევ ერთხელ ხაზგასმით განმარტავს, რომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულიუფლებამოსილების ფარგლებში (საქართველოს მასშტაბით, საბაჟო კონტროლის ზონებში,) ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის კონტროლს. აღსანიშნავია, რომ საბაჟო ორგანო, საქონლის მიმართ, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საბაჟო საწყობის და საბაჟო საწყობში არსებული საქონლის წარმომადგენლების თანდასწრებით.
ამ დროისთვის,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაწყებულია გამოძიებახანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, დაველოდოთ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას და საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ყალბი, დაუსაბუთებელი მასალის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციასდა საზოგადოების ინფორმირებისთვის მომზადებული ინფორმაცია გადაამოწმონ/დააზუსტონ შესაბამის სამსახურებთან" - ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024