10-02-2023
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” რუსეთიდან ფრენების შესაძლო აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტად პარადოქსული და სამწუხაროა, როდესაც ამის შესახებ გარედან ისმის კრიტიკა.
მისივე თქმით, ნატოს ქვეყნები და საქართველოს სხვა მჭიდრო პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ ძალიან კარგი თუ რუსეთი მოხსნის სანქციებს, შენ რუსეთუმე ხარ.
„გარედანაც რომ მოდის ხოლმე ეს კრიტიკა, რაღაც ჯგუფებიდან, ეს კიდევ უფრო პარადოქსული და სამწუხაროც არის, მაგრამ თან გაგეცინება ადამიანს. ნატოს ქვეყანაში არის რუსეთიდან ფრენები.
ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ასეთივე პარტნიორები და უფრო მჭიდრო პარტნიორები კიდევ უფრო ღრმა ურთიერთობებით, აი ამ ქვეყნების კომპანიები ახორციელებენ ფრენებს რუსეთში და საქართველომ თუ თქვა, რომ რუსეთმა რომ სანქციები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს თავის დროზე, 2019 ში, სასჯელი რომ დაუწესა ძალიან კარგი თუ მოხსნიან, შენ რუსეთუმე ხარ. აი ეს არის ლოგიკა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE-ში.”
16-11-2024
16-11-2024