გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიგა ბოკერია: ახლა ყველაზე მოკლე გზა არის იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

11-02-2023

„ახლა ყველაზე მოკლე გზა არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში რომ იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნებისთვის მზად უნდა იყვნენ იმ ატმოსფეროს შესაქმნელად, რომელიც იყო უკრაინაში.

 

„მეც ვუშვებ და დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ ამ ტიპის რეჟიმმა გაწიოს წინააღმდეგობა კვლავ და სცადოს არ მიღება მარცხი არჩევნების. ჩვენ ვნახეთ 2020 წელს, რომ მანიპულაციებით მოგებული წაგებულით შეცვალეს.

 

ეს სრულად რეალისტურია რომ ასე მოხდეს. მაგრამ ყველაზე უფრო მოკლე გზა ახლა როგორც ჩანს არის იმხელა უპირატესობის მოპოვება 2024-ში ბევრად მეტის ვიდრე 2020-ში იყო, რომ ამის გაკეთება იყოს ძალიან ძნელი და თუ მაინც გარისკავს მაგ მომენტისთვისაც იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო უკრაინაში მაიდნის დროს, ეს არ არის სასურველი, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031