გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

11-02-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვეს.


უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა  თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია სორდია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქარაია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მაია სვანაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი მაკა ხოდელი და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური.


მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წლის დეკემბერში მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად აღინიშნება. ამ დღეს გაერო მსოფლიო სახელმწიფოებს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთაშორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930