გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეხვდა

13-02-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს მსოფლიოს მთავრობათა სამიტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამიტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოეჩინა ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონალური დამაკავშირებლის, პოტენციალი.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ორმხრივი, დინამიკური თანამშრომლობა აქვთ და მნიშვნელოვანია ეკონომიკის სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.


პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არაბული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნესკლიმატი სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასა და აზიას შორის მათი ტერიტორიების მეშვეობით ციფრული კავშირის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია.


შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრმა მოჰამმად აბდულლა ალ გერგავმა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930