გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი" და შედეგად, დაიწყება პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისსა და ალმატის შორის

13-02-2023

„წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი". შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმატის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ალმატი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, საქართველოს ავიაბაზრისა და ტურიზმის სექტორისთვის.


„დამატებითი სიხშირეები და მიმართულებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ყაზახეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


„ფლაიარისტანი" კვირაში ორი სიხშირით ფრენებს ალმატი - ქუთაისის მიმართულებით 4 ივნისიდან შეასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930