გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გლობალური საინვესტიციო პროექტები, რომლებიც საქართველოზე გადის, ჩვენთვის არის ნატოც, ევროკავშირის ქოლგაც და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველანაირი გარანტიაც

14-02-2023

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური პროექტების არსებობა, რომლებიც გადის საქართველოზე. ასეთი მსოფლიო დონის პროექტები ჩვენთვის არის ნატოც, ევროკავშირის ქოლგაც და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველანაირი გარანტიაც, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი.

 

მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მსხვილი გლობალური პროექტები ქვეყნისთვის სამხედრო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანიც კია.

 

„საქართველო მონაწილეა რამდენიმე გლობალური საინვესტიციო პროექტისა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე აზიისთვის. საქართველო დიდი ჯაჭვის პატარა, მაგრამ საკვანძო რგოლია, რომლის ამოვარდნა ამ კონფიგურაციას ტოკიოდან ლისაბონამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ამიტომ გაგვიფრთხილდნენ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, ბევრად მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური პროექტების არსებობა, რომლებიც გადის საქართველოზე. ასეთი მსოფლიო დონის პროექტები ჩვენთვის არის ნატოც, ევროკავშირის ქოლგაც და ეკონომიკური უსაფრთხოების ყველანაირი გარანტიაც.

 

როგორც უკრაინაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, მსხვილი გლობალური პროექტები სამხედრო უსაფრთხოებაზე უფრო მნიშვნელოვანია - როგორც წესი, როტშილდების, მორგანებისა და როკფელერების კლანები თავად დაიცავენ იმ ინვესტიციას, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელეს. უკრაინის მაგალითზე, ნათლად გამოჩნდა, რომ ნატოს ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნებიდან ტანკებისა და თვითმფრინავების გასაგზავნად მსჯელობა ერთი წელი გრძელდება და ამასობაში ასი ათასობით უკრაინელი იღუპება და ქვეყანა ნადგურდება. ამიტომ, ჩემი ქვეყნის მომავალი სწორედ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გადის“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930