გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში არსებულ ახალ რეალობას მიხვდება - არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ ქვეყნის გადაწყვეტილებაა, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება

14-02-2023

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში არსებულ ახალ რეალობას მიხვდება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.

 

„ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება - არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, ახალი ელჩი მიხვდება იმ ახალ რეალობას, რომელიც საქართველოშია და აქედან გამომდინარე ექნება ურთიერთობა საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30